ახალი ამბები

სუპერლიგაში კალათბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

7 მაისი, 2021 • 768
სუპერლიგაში კალათბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სუპერლიგაში საკალათბურთო კლუბების, “ოლიმპის” და “ცხუმ-აფხაზეთის” თამაშისას “ოლიმპის” კალათბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს adjarasport ავრცელებს.

დაპირისპირების შესახებ განცხადება გაავრცელა “ოლიმპმა”. კლუბმა მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს, დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კლუბის შინაგანაწესის გათვალისწინებით უმკაცრესად დაისჯებიან.

“პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ქართული კალათბურთის და ჩვენს ერთგულ გულშემატკივრარს, ცხუმ-აფხაზეთთან მომხდარი უსიამოვნო და დაუშვებელი ფაქტის გამო. ვგმობთ ყველანაირ ძალადობას როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მომხდარ ფაქტზე და ვაცხადებთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კლუბის შინაგანაწესის გათვალისწინებით უმკაცრესად დაისჯებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი