ნეტგაზეთი | ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო – Netgazeti
RU | GE  
Fullbright ფულბრაიტი სტიპენდია

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო.  

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:  https://go.usa.gov/xHmfF 

აპლიკაციების მიღება 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. 

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აშშის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. აშშის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.

პროგრამის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის მხრიდან ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისთვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფას გულისხმობს. წარმატებული სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო მიმართულებით განაგრძოს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. 

საქართველოს ბანკის მიზანიარაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა,  მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, არაერთ  სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო  პროექტს უჭერს  მხარს.  აშშ მთავრობასთან ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელება ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშში უკვე გაემგზავრა 7 საუკეთესო სტუდენტი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. 

პროგრამის შესახებ

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშის მთავრობის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოშიპროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.csr.ge/ka 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი