ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად შუშა გამოაცხადა

7 მაისი, 2021 • 1180
ალიევმა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად შუშა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, 2020 წელს ყარაბაღში ომის შედეგად დაკავებული ქალაქი შუშა/შუში კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. აქამდე ქალაქი შუშა სტეპანაკერტის კონტროლქვეშ იყო.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშაში სასტუმროების მშენებლობა დააანონსა.

“გასათვალისწინებელია, რომ აქ იქნება ძალიან დიდი ნაკადი ტურისტებისა, ამიტომაც აქ უნდა აშენდეს ხუთ-ოთხ და სამვარსკვლავიანი სასტუმროები. შუშა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამას მივაღწევთ 100%-ით”, – განაცხადა ალიევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი