ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 25 541 ტესტი, გამოვლინდა 1 547 შემთხვევა – 7 მაისი

7 მაისი, 2021 • 694
ჩატარდა კორონავირუსის 25 541 ტესტი, გამოვლინდა 1 547 შემთხვევა – 7 მაისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.

როგორც მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ზე ვკითხულობთ, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 131 ადამიანი, ჩატარდა 25 541 ტესტირება.

ბოლო 24 საათში აიცრა 3 089 ადამიანი, სულ – 54 687.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობა დღიურად  6,06%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში- 5,66%, ბოლო 7 დღის – 6,76%.

საქართველოშ კორონავირუსის 319 266 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 298 807 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 245 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი