ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლატვიამ სომეხთა გენოციდი აღიარა

6 მაისი, 2021 • 1054
ლატვიამ სომეხთა გენოციდი აღიარა

დღეს, 6 მაისს, ლატვიის პარლამენტმა მეორე მოსმენაზე 100-დან 58 ხმით დაგმო და ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი. ამის შესახებ ლატვიაში სომხეთის ელჩმა, ტიგრან მკრტჩიანმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხეთის სამსახური azatutyun.am ავრცელებს.

ელჩის განმარტებით, ეს შედეგი დიპლომატების უკანასკნელი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის დღისადმი მიძვნილ ტექსტში აღიარა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენები, როგორც გენოციდი.

რას ნიშნავს ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება

ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომხეთის სახელმწიფო გენოციდს უწოდებს. გენოციდს, სომხეთის გარდა, სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო. ასევე, რომის პაპი ფრანცისკე და ევროპარლამენტი.

გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი.

საქართველოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით არადეკლარირებული, ნეიტრალური პოზიცია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი