ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი “სპუტნიკის” ვაქცინის წარმოებას სომხეთის ტერიტორიაზე გეგმავს

6 მაისი, 2021 • 965
რუსეთი “სპუტნიკის” ვაქცინის წარმოებას სომხეთის ტერიტორიაზე გეგმავს

“მოსკოვი და ერევანი განიხილავენ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის, “Спутник V”-ის სომხეთში წარმოების შესაძლებლობას”,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არა აივაზიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი უახლოეს თვეებში სომხეთისთვის “სპუტნიკის” ვაქცინის 1 მილიონი დოზის მიწოდებას გეგმავს. აქამდე, ოფიციალური ცნობით, რუსეთმა სომხეთს ვაქცინის 15 ათასი დოზა უსასყიდლოდ გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი