ახალი ამბები

28 180 ტესტით კორონავირუსით 1 806 შემთხვევა გამოვლინდა – 6 მაისი

6 მაისი, 2021 • 1204
28 180 ტესტით კორონავირუსით 1 806 შემთხვევა გამოვლინდა – 6 მაისი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 28 180 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 14 324 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, 13 856 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. ჩატარებული ტესტირების შედეგად ქვეყანაში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის მაჩვენებელმა 6.41% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 227 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა,
  • აჭარა – 167,
  • იმერეთი – 120,
  • ქვემო ქართლი – 88,
  • შიდა ქართლი – 57,
  • გურია – 36,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 121,
  • კახეთი – 60,
  • მცხეთა-მთიანეთი – 43,
  • სამცხე-ჯავახეთი – 17,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 790, საიდანაც 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

  • თბილისის საავადმყოფოებში – 2 462,
  • აჭარაში – 513,
  • იმერეთში – 420.

ამ ეტაპზე მძიმეა 867 პაციენტის მდგომაროება, მათ შორის, თბილისში – 446, აჭარაში – 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 122, აჭარაში – 11, იმერეთში – 11.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 – თბილისში, 326 – აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი