ახალი ამბები

კანადამ “ფაიზერის” ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

5 მაისი, 2021 • 1054
კანადამ “ფაიზერის” ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ავტორიზაცია მისცა “ფაიზერის” კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებას 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.

“ბიბისის” ცნობით, კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო ბავშვებში კლინიკური ცდების მესამე ეტაპის მონაცემების საფუძველზე.

“უწყებამ განსაზღვრა, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ასაკის ბავშვებში”, — განაცხადა სამინისტროს მრჩეველმა.

კანადას უკვე ავტორიზებული აქვს “ფაიზერის” ვაქცინა 16 წელს ზემოთ ადამიანებისთვის.

ქვეყანაში კორონავირუსი 1,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან დაახლოებით 20% 19 წელს ქვემოთ პირებზე მოდის, თუმცა, როგორც წესი, ბავშვებში კოვიდ 19 მძიმედ არ მიმდინარეობს და მათ იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.

გასულ მარტს “ფაიზერმა” განაცხადა, რომ კვლევის პირველადი მონაცემებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინამ 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი