ახალი ამბები

დეკანოზი ჯაღმაიძე მელაშვილსა და ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

5 მაისი, 2021 • 1221
დეკანოზი ჯაღმაიძე მელაშვილსა და ჟურნალისტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წინასწარ გამიზნულ პროვოკაციად აფასებს 4 მაისს დავითგარეჯაში “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე, სავარაუდოდ, სასულიერო პირების მხრიდან თავდასხმას.

დეკანოზი ამბობს, რომ ძალადობას საპატრიარქო ემიჯნება, თუმცა აღნიშნავს, რომ მომხდარი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რადგანაც გარეჯში საზღვრის საკითხს განსაკუთრებულად აღიქვამენ:

“საერთო კონტექსტში გუშინდელი ინციდენტი შემდეგნაირად იკითხება, ეს არის წინასწარ გამიზნული პოროვკაცია, რადგანაც დავითგარეჯში განსაკუთღებულად აღიქვაქმენ პრობლემას. როდესაც მთავარი არხი გარეჯის ბერებს “გრუს” აგენტებად აცხადებს და ივერი მელაშვილს- ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას.

გუშინდელ დღეს, როცა იყო ხსენება გარეჯელი მამებისა იმ კელიებში, სადაც ისინი მსახურობენ, ვერ გადადიან ჩვენი სასულიერო პირები, იმ დღეს დაიგეგმა ივერი მელაშვილის გარეჯთან ჩასვლა. არ შეიძლება მათ არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, როდესაც ბრალდებულია ქვეყნის მიწების გასხვისებაში ეს ადამიანი, უნდა მოერიდოს პროცოკაციას.

იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში ერთ-ერთი მნიშნველოვანი შეხვედრა იგეგმება, დღეს ჩვენი პრემიერი ბაქოშია და ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს და დიდი იმედი გვაქვს, გარეჯის საკითხზეც იქნება საუბარი, ვყელაფერი ამის გათავლისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია. იმ კონტექსტში იკითხება გუშინდელი ინციდენტი, როგორც პროოვკაცია. ძალადობას რაც შეეხება, ძალადობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და ეს არ არის სასულიერო პირების საქმე. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, მსგავსი პროვოკაციის დროს როგორმე არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომაროებაში”, – ამბობს დეკანოზი ტელეკომპანია “პირველთან” და დასძენს, რომ სასულიერო პირების ქმედებებზე, სავარაუდოდ, ეკლესიის შესაბამისი სტრუქტურები იმსჯელებენ. მისივე თქმით, მომხდარს სასულიერო პირები, სავარაუდოდ, თავადვე გააცნობირებენ და შეინანებენ.

4 მაისს დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. “მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თქმით, თავს სასულიერო პირები დაესხნენ. ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა ჩანს არხის გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც.

შსს-მ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი