ახალი ამბებირეკლამა

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კახეთში სტიქიისგან დაზიანებულ მოსავალს აანაზღაურებს 

5 მაისი, 2021 • 1170
სადაზღვევო კომპანია ალდაგი კახეთში სტიქიისგან დაზიანებულ მოსავალს აანაზღაურებს 

კახეთში მომხდარი მასშტაბური სტიქიის ანაზღაურებაზე სადაზღევვო კომპანია ალდაგი აქტიურად მუშაობს. ამ დრომდე ზარალის ანაზღაურებაზე ალდაგში 400-მდე განაცხადია შემოსული. სტიქიიდან მეორე დღესვე კომპანიამ დაიწყო რეგიონის აღწერა, რათა დროულად მოხდეს გლეხებისთვის თანხების ანაზღაურება.

სტიქია კახეთში 29 აპრილს მოხდა და 30 აპრილს განმეორდა. დაზიანებულია 24 სოფელი ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში. „ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. ძირითადად ვაზი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. ჩვენი ადგილობრივი და ცენტრალური ოფისები აქტიურად მუშაობენ, რომ დროულად შევძლოთ რეგიონის დახმარება,“- განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა ივანე ბუჯიაშვილმა.

ალდაგი 2014 წლიდანვეა ჩართული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. ამ დროის განმავლობაში ალდაგს 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს გლეხებისთვის ანაზღაურებული. ბოლო წლების განმავლობაში ალდაგმა კიდევ უფრო დახვეწა  ანაზღაურების სისტემა, რომლის შედეგად გლეხებს თანხები სტიქიის დადგომისთანავე, რამდენიმე დღეში უნაზღაურდებათ.

გლეხებს მოსავლის დაზღვევა ალდაგში ახლაც შეუძლიათ. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით,მათ დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა მოუწევთ. ვაზის შემთხვევაში სახელმწიფო სუფსიდია 50%-ია. ფერმერებს, ვაზის გარდა, შეუძლიათ დააზღვიონ მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღწეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ციტრუსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი