ახალი ამბები

5 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 2171 შემთხვევა, დადებითობა თითქმის 8%-ია

5 მაისი, 2021 •
5 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 2171 შემთხვევა, დადებითობა თითქმის 8%-ია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 27 648 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 15 912  ანტიგენის  და 11 736 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.85%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27% იყო.

ქვეყანაში Covid-19-ის  გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 315 913-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 207 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    • თბილისი –  1 359
    •  აჭარა – 135
    • იმერეთი – 202
    • ქვემო ქართლი – 83
    •  შიდა ქართლი – 82
    • გურია – 48
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118
    • კახეთი – 54
    •  მცხეთა-მთიანეთი – 70
    • სამცხე-ჯავახეთი – 13
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 15 148-ია, მათგან 4 289 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი