ახალი ამბები

კალაძე ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის და დახაზვის სამუშაოებს აანონსებს

4 მაისი, 2021 •
კალაძე ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის და დახაზვის სამუშაოებს აანონსებს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ხუთშაბათიდან თბილისში ქუჩების მორეცხვითი და დახაზვითი სამუშაოები დაიწყება.

კალაძემ ამის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ქალაქში სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს, მათ შორის- გამწვანებითი.

„გვინდა დავიწყოთ მთელი ქალაქის მასშტაბით ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები. ხუთშაბათიდან, უკვე არის სრული მზადყოფნა, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული“, – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, ასევე ქალაქში დაიწყება ქუჩების დახაზვითი დამუშაოები – „კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც ინფრასტურქტურლი სამუშაოები დასრულებულია“.

კალაძე დასძენს, რომ ჯერჯერობით ტექნიკა ამისთვის არასახარბიელოა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, უწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით, სპეციალურ ტექნიკაზე მალე ტენდერს გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი