ახალი ამბები

ბაიდენმა ლტოლვილების მიღების წლიური ზღვარი 15 000-დან 62 500-მდე გაზარდა

4 მაისი, 2021 •
ბაიდენმა ლტოლვილების მიღების წლიური ზღვარი 15 000-დან 62 500-მდე გაზარდა

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში დაწესებული წლიურად მისაღები ლტოლვილების ზღვარი 15 000-დან 62 500-მდე გაზარდა.

15 000-იანი შეზღუდვა ქვეყნის წინა პრეზიდენტის, დინალდ ტრამპის მიერ იყო დაწესებული, რაც ისტორიულ მინიმუმად ითვლებოდა.

ბაიდენმა გადაწყვეტილება ზღვრის გაზრდის შესახებ დემოკრატთა პარტიაში საკითხის გააქტიურებისა და ემიგრანტთა და ლტოლვილთა სააგენტოების პროტესტის შემდეგ მიიღო.

ჯო ბაიდენის განცხადებით, “ასეთი დაბალი ზღვარი არ პასუხობდა ამერიკის ღირებულებებს, ქვეყნისას, რომელიც მიესალმება და ეხმარება ლტოლვილებს”.

მისივე განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის ეს რიცხვი 125 000-მდე გაიზარდოს.


საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ გაზრდიდა დაწესებულ ზღვარს, თუმცა აპრილის თვეში განაცხადა, რომ “15 000-იანი შეზღუდვა გამართლებულია ჰუმანიტარული და ეროვნული ინტერესებისგან გამომდინარე”, რასაც მოჰყვა ბაიდენის კრიტიკა, მათ შორის დემოკრატიულ პარტიაშიც.

როგორც Reuters-ს განუცხადა წყარომ თეთრი სახლიდან, პრეზიდენტმა დაწესებული ზღვრის გაზრდა გადაწყვიტა, რათა აჩვენოს ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ლტოლვილების მიღება არის ამერიკის მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი