ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე “სინოფარმით” 4 მაისს აიცრება 

3 მაისი, 2021 •
ამირან გამყრელიძე “სინოფარმით” 4 მაისს აიცრება 

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კოვიდ 19-ის ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” 4 მაისს აიცრება. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ.

საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაცია სწორედ 4 მაისს იწყება იმის მიუხედავად, რომ მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არა აქვს მიღებული. 

ჯანმომ თავისი გადაწყვეტილება “სინოფარმის” შესახებ  უახლოეს ხანში უნდა გამოაქვეყნოს და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა ამ ვაქცინას მწვანე შუქს. 

“სინოფარმით” ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში ერთი კვირის წინ დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი