ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი პრემიერად არ აირჩიეს | ვადამდელი არჩევნების დასანიშნად საჭირო პროცედურა

3 მაისი, 2021 • 1438
ფაშინიანი პრემიერად არ აირჩიეს | ვადამდელი არჩევნების დასანიშნად საჭირო პროცედურა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემერად არ აირჩია, რაც სომხეთის კანონმდებლობით, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად საჭირო პროცედურის ნაწილია. იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს დათხოვნილი და ვამდელი არჩევნები დაინიშნოს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა ორ ჯერზე არ უნდა აირჩიოს.

2021 წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ფაშინიანმა ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდგომი მოვლენებისა და აქციების შემდეგ გაასაჯაროვა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შევიდა და ოპოზიცია ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. შესაბამისად, ფაშინიანი გადადგა და ვადამდელი არჩევნები დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი