ახალი ამბები

ევროკავშირმა შესაძლოა, გახსნას საზღვრები ავტორიზებული ვაქცინიებით აცრილი ტურისტებისთვის

3 მაისი, 2021 •
ევროკავშირმა შესაძლოა, გახსნას საზღვრები ავტორიზებული ვაქცინიებით აცრილი ტურისტებისთვის

3 მაისს ევროკომისია მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების რეკომენდაციით გამოდის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, გაითვალისწინონ ვაქცინაციის კამპანია და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არა გადაუდებელი მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებისას. 

ევროკომისიის რეკომენდაციაა, ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა მიეცეთ არა მხოლოდ ადამიანებს კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან, არამედ კოვიდზე ვაქცინირებულ  პირებსაც. 

რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინირებულ პირებს უნდა ჰქონდეთ მიღებული ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ ავტორიზებული ვაქცინები, თუმცა ეს შესაძლოა ასევე გავრცელდეს ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებზეც. 

რეკომენდაციის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა მოგზაურობის შესაძლებლობა უნდა მისცენ პირებს, რომლებსაც ევროკავშირში შესვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე არიან ვაქცინირებული. 

ჯერჯერობით ეს ევროკომისიის რეკომენდაციაა და მასზე ევროკავშირის საბჭომ 4-5 მაისს უნდა იმსჯელოს. 

ამ რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინით არიან აცრილი, რადგან ჩინური სინოფარმი, რომლითაც ვაქცინაცია საქართველოში ხვალ, 4 მაისს იწყება, ჯანმოს ჯერ არა აქვს ავტორიზებული და გადაწყვეტილება მომავალ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი