ახალი ამბები

COVID-19-ის 988 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი: 2 მაისი

2 მაისი, 2021 • 990
COVID-19-ის 988 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი: 2 მაისი

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 988 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 21 ადამიანი. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე 2 მაისის დილას განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამავე პერიოდში ჩარარდა 13 752 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 848 PCR ტესტით. გამოჯანმრთელებულ პირთა რიცხვი 1 595-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.47%.

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 312 445-მდე გაიზარდა. 293 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 151 კი — გარდაიცვალა. 

988 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    • თბილისში – 511
    • აჭარა – 114
    • იმერეთი – 84
    • ქვემო ქართლი – 31
    • შიდა ქართლი – 33
    • გურია – 19
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94
    • კახეთი – 45
    •  მცხეთა-მთიანეთი – 45
    • სამცხე-ჯავახეთი – 8
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 246, აჭარაში – 460, იმერეთში – 404.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 12, იმერეთში – 8.

800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 – თბილისში, 314 – აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — აცხადებს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი