ახალი ამბები

ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დაჯარიმდა – შსს

1 მაისი, 2021 •
ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დაჯარიმდა – შსს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 1 051 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ბრალდებით 798 ფიზიკური პირი დააჯარიმეს, ხოლო ამავე დარღვევის განმეორებით ჩადენის 158 ფაქტი გამოვლინდა.

ამასთან, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, 95 პირი დააჯარიმა.

“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.”, – წერს უწყება.

შეზღუდვების თანმდევი რეგულაციების ფარგლებში, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, მისი განმეორებით ჩადენა კი 40-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა  იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა – 10 000 ლარით.  განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი