ახალი ამბები

COVID-19-ის 1147 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი: პირველი მაისი

1 მაისი, 2021 •
COVID-19-ის 1147 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი: პირველი მაისი

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 1 147 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 20 ადამიანი. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე პირველი მაისის დილას განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამავე პერიოდში ჩარარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით. გამოჯანმრთელთა რიცხვი 690-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 311 457-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 291 457 პირი, ვირუსს, 4 130 კი — გარდაიცვალა.

1 147 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    • თბილისში – 653
    • აჭარა – 144
    • იმერეთი – 83
    • ქვემო ქართლი – 41
    • შიდა ქართლი – 36
    • გურია – 22
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102
    • კახეთი – 35
    •  მცხეთა-მთიანეთი – 25
    • სამცხე-ჯავახეთი – 6
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 447, იმერეთში – 415.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 743 პირი, მათ შორის, თბილისში – 356, აჭარაში – 79, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 144 პირი, მათგან თბილისში – 97, აჭარაში – 12, იმერეთში – 11.

750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 – თბილისში, 319 – აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — ამბობს საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი