ახალი ამბები

სამოქალაქო სექტორის ნაწილი დამნაშავეების დამცველებად გვევლინება — სუს-ის უფროსი

29 აპრილი, 2021 • 1351
სამოქალაქო სექტორის ნაწილი დამნაშავეების დამცველებად გვევლინება — სუს-ის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სუს-მა შეძლო, “არაჩვეულებრივი ურთიერთობები” დაემყარებინა “რაციონალურ ექსპერტებთან, რომლებიც არ გამოირჩევიან ყალბი ინფორმაციის გავრცელებით”.

“მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა. ამის გარეშე არაფერი გამოვა. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი — მადლობა ღმერთს, რომ ყველა არა — ნებსით თუ უნებლიეთ, გვევლინება არა ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების მხარეს, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარეებად. ეს აქეზებს და სტიმულს აძლევს დანაშაულის განმეორებით ჩადენას და მოტივაციას უზრდის დანაშაულის ჩამდენ პირებს, რადგან რიგ შემთხვევებში მათ დამცველებათ უზარმაზარი “რეპუტაციის” მქონე ორგანიზაციები და კონკრეტული პირები ევლინებიან”, — განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2020 წლის ანგარიშის განხილვისას.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობდა.

საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს — სუს-ის ანგარიში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი