ახალი ამბები

გაჩეჩილაძე და შაქარაშვილი სასამართლოში სანაიაზე თავდამსხმელების მხარდასაჭერად მივიდნენ

29 აპრილი, 2021 • 1048
გაჩეჩილაძე და შაქარაშვილი სასამართლოში სანაიაზე თავდამსხმელების მხარდასაჭერად მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ბრალდებულების მხარდამჭერებს შორის არიან გია გაჩეჩილაძე [უცნობი] და საკრებულოს ყოფილო დეპუტატი ვატო შაქარაშვილი.

გაჩეჩილაძემ და შაქარაშილმა სასამართლოში დოკუმენტი მიიტანეს, რომლის თანახმადაც, მათი თქმით, სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-ზე მეტი ადამიანი უდგება თავდებში.

გაჩეჩილაძის განცხადებით, ის არც ბრალდებულების უდანაშაულობაში და არც მათ ბრალეულობაშია დარწმუნებილი, თუმცა თვლის, რომ ბრალდებულები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებმდე საპატიმროში არ უნდა იყვნენ:

“მე არაფერში დარწმუნებული არ ვარ. ველოდები გამოძიებას, მაგრამ ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე ადამიანები გამოძიებას გარეთ ელოდებიან. არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა. მე არ მჯერა ვახო სანაიასი. ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თქვენ რატომ გჯერათ, რომ მოსამართლეები არიან? ახლა თქვენ არ ძალადობთ ჩემზე ასეთი ფორმით კითხვების დასმით?” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ჟურნალისტებთან კომემტარი გააკეთა ვატო შაქარაშვილმაც. მისი თქმით, ბრალდებულები “ტელე-მედია-პოლიტ ზეწოლის” მსხვერპლები არიან და სახელმწიფო მათ დაცვას ვერ ახერხებს:

” ვისზეც ვთვლი, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს ტელე-მედია-პოლიტ ზეწოლა, მათ ვიცავთ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ამას ვერ ახერხებს. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები ვერ ახერხებენ დამიანების დაცვას ბულინგისგან და ზეწოლისგან”, — განაცხადა შაქარაშვილმა.


ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები: გიორგი სახელაშვილი, ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სანაიას ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, უთხრა, რომ დაცვის მხარე დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას და 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სანაიაზე თავდასხმა დაგმეს უმაღლესი თანამდებობის პირებმა, აშშ-ის საელჩომ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სხვა არაერთმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ.

ჟურნალისტებზე თავდასხმებთან შეგუება დაუშვებელია – აშშ-ის საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი