ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმებთან შეგუება დაუშვებელია – აშშ-ის საელჩო

25 თებერვალი, 2021 • 680
ჟურნალისტებზე თავდასხმებთან შეგუება დაუშვებელია – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმიანება ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, ეს და მსგავსი ფაქტები სრულად გამოიძიონ.

„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Thursday, 25 February 2021

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი. მისი თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი