ახალი ამბები

ადვოკატები მელიას პროცესის გადადებას ითხოვენ

29 აპრილი, 2021 •
ადვოკატები მელიას პროცესის გადადებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება ბრალდებული ნიკა მელია, რომელიც ბოლო პროცესიდან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მას მონა უწოდა.

დაცვის მხარე დღევანდელი სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.

“ეს არის პოლიტიკური პროცესი და სამართლებრივ არგუმენტება აზრი არ აქვს. ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, გადაიდოს პროცესი, სანამ სასამართლო და პროკურატურა მომავალში ხელისუფლებისგან არ მიიღებს დირექტივას, რა უნდა გააკეთოს”, — განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი