1969 წელს აპოლო 11-ის მიერ განხორციელებული მთვარის მისიის მონაწილე ასტრონავტი მაიკლ კოლინზი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კოლინზი ერთ-ერთი იყო მთვარის მისიის ეკიპაჟის სამი წევრიდან. მაშინ, როდესაც ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი ზედაპირზე დაეშვნენ, მაიკლ კოლინზი მთვარის ორბიტაზე დარჩა.
გარდაცვლილ ასტრონავტს სიმსივნე ჰქონდა.
ეკიპაჟის წევრებიდან ამჟამად მხოლოდ ბაზ ოლდრინია ცოცხალი, რომელიც 91 წლისაა.
ფოტო გარეკანზე: აპოლო 11-ის ეკიპაჟი.