ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ სამედიცინო პერსონალისთვის რეზიდენტურის საფეხურის გავლა უფასო უნდა იყოს, რათა წახალისდეს მათი შრომა. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.
“რეზიდენტურა უნდა გახდეს ანაზღაურებადი. ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი რეზიდენტისთვის ძალიან ძვირადღირებულია ის ფუფუნება, რომ დაასრულონ რეზიდენტურა და ოჯახებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია ხოლმე. ვთვლით, რომ რეზიდენტურა წახალისდეს იმგვარად, როგორც ეს ხდება ევროპაში და მიეცეთ საშუალება, ჰქონდეთ წვდომა უფასო განათლებაზე და მათი შრომა ჩაითვალოს შესაფერის შრომად უმცროსი ექიმის სტატუსის ქვეშ”, — განაცხადა ტიკარაძემ.
მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროში რეგულირების განსხვავებული მიდგომებია საჭირო როგორც რეზიდენტების, ასევე პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს განსხავევბული რეგულირება.