ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა” | ტიკარაძე

28 აპრილი, 2021 •
“2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა” | ტიკარაძე

„2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა“- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განახორციელა.

ტიკარაძის განცხადებით,  ცვლილებების თანახმად,  პირველი რიგის დევნილებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ დევნა, განსახლების პროცესის დროს მიენიჭებათ პრიორიტეტი და დამატებითი ქულა.   

„ჩვენ გვაქვს მყარი მიზანი, დავხუროთ ყველა მესამე და მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილები განვასახლოთ უსაფრთხო პირობებში. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე სრულად დავხურეთ ნგრევადი ობიექტები სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში”.

მინისტრის განმარტებითვე, გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, სახელმწიფოს ამოცანაა, დევნილებს დაეხმაროს სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. 

“დასაქმების,  პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით  350 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. 

2020 წლიდან სააგენტო ახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრეაციის დახმარების სახელმწიფო პროგრამას.  2021 წელს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე  მიგრანტს გადაეცემა გრანტი“,- განაცხადა ტიკარაძემ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი