საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, თუ რატომ შევიდნენ საპატრიარქოში სამხედრო სატვირთო ავტომობილები.
“ჟურნალისტები მწერენ. ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში, არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები”, – წერს ჯაღმაიძე ფეისბუკზე.
სამხედრო-სატვირთო ავტომობილები და ვერტმფრენი საპატრიარქოსთან მოქალაქეებმა დღეს, 28 აპრილს შენიშნეს.