ახალი ამბები

საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოში დაბადებული პირი დააკავეს — მედია

28 აპრილი, 2021 • 1277
საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოში დაბადებული პირი დააკავეს — მედია

ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ერთი საქართველოშია დაბადებული. ბრალდებულები გუშინ, 27 აპრილს, წინასწარი გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულები ჩეჩნური თემის წევრები არიან, მათგან 6 რუსეთშია დაბადებული, ერთი კი- საქართველოში. Le Parisian წერს, რომ დაკავებულებს ტერორიზმთან კავშირს, ასევე სირიაში ყოფნას და ჯიჰადისტურ ქსელში ჩართულობას ედავებიან.

ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. დავინტერესდით, უწყებას აქვს თუ არა რაიმე სახის ინფორმაცია საფრანგეთში დაკავებულ, ქართული წარმოშობის პირზე. პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი