ახალი ამბები

შავ ზღვაში ამერიკული სანაპირო დაცვის კატარღა შემოვა

27 აპრილი, 2021 • 1153
შავ ზღვაში ამერიკული სანაპირო დაცვის კატარღა შემოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კატარღა “ჰამილტონი” შავი ზღვის აკვატორიაში შემოვა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 საზღვაო ფლოტი იუწყება.

“ეგეოსის ზღვაში ხომალდ რუზველტთან მუშაობის დასრულების შემდეგ, კატარღა ჰამილტონი იწყებს სრუტეების გავლას შავ ზღვაში შესასვლელად. ჰამილტონი იმუშავებს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რეგიონში”, – ნათქვამია მე-6 ფლოტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BREAKING: 🇺🇸@USCG Cutter Hamilton begins its north bound straits transit into the #BlackSea, after working with @USNavy #USSRoosevelt in #AegeanSea. Hamilton will be working with @NATO Allies & partners in the region. #Triservicemaritimestrategyhttps://t.co/mIExoN8qlD pic.twitter.com/VIPLsrMSyC

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, ამერიკული ხომალდები, დასავლურ და თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხომალდები ზღვაში არ შემოვიდოდნენ.

შავ ზღვაში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და აკვატორიის წევრი სახელმწიფოების რეგიონალური უსაფრთხოების როლების შესახებ გირჩევ, ნეტგაზეთის მასალას, რომელიც უკრაინის კრიზისის დროს, აპრილის თვეში მომზადდა.

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი