ახალი ამბები

ინდოეთში სამედიცინო დახმარების პირველი ნაკადი ჩაიტანეს

27 აპრილი, 2021 • 979
ინდოეთში სამედიცინო დახმარების პირველი ნაკადი ჩაიტანეს

ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, საერთაშორისო დახმარების პირველი ნაკადი ჩაიტანეს.

ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა არიდმან ბაგჩიმ საკუთარი ტვიტერის პოსტით გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია, რომ დელიში ჩაფრინდა გერმანული ლუფთჰანზას თვითმფრინავი, რომელმაც ქვეყანაში ბრიტანული დახმარება – 100 სასუნთქი აპარატი და 95 ჟანგბადის კონცენტრატორი ჩაიტანა.

გარდა ბრიტანული დახმარებისა, დელი ელის დახმარებას სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 700-ზე მეტი ადამიანი.

ექსპერტთა აზრით, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტია, თუმცა მათი აღრიცხვა ვერ ხერხდება. პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთო ინდოეთის არმიაც.

ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ტემპებით გავრცელების გამო, ინდოედთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, კანადამ, გერმანიან, ავსტრალიამ. სახმელეთო საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო მეზობელმა ბანგლადეშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი