ახალი ამბები

რა შეიცვალა COVID ტესტირების პროტოკოლში

26 აპრილი, 2021 •
რა შეიცვალა COVID ტესტირების პროტოკოლში

დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში COVID ტესტირების პროტოკოლში დროებით შევიდა ცვლილებები.

მისი თქმით, ამჟამად COVID-19-ზე უფასო სწრაფი ტესტი მხოლოდ სიმპტომების მქონე მოქალაქეებს უტარდებათ, უსიმპტომო პაციენტებს კი PCR გამოკვლევას სთავაზობენ:

“დროებით იქნა ცვლილება შეტანილი. ამ ეტაპზე სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ PCR-ს. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო PCR-ს სჭირდება 24 საათი. უკვე 2-3 დღეში ეს სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რეჟიმს”, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 521 ხალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 11 226 ტესტის საფუძველზე გამოავლინეს, რომელთაგან 3 463 ანტიგენის იყო, 7 763 კი — PCR.

25 აპრილის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის განმავლობაში—  4.03%, ხოლო ბოლო ერთი კვირის — 4.51%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 304 272-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 4 043 ადამიანი ემსხვერპლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი