ახალი ამბები

ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციის თქმით, 22 პირს კორონავირუსი გადასდო

25 აპრილი, 2021 •
ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციის თქმით, 22 პირს კორონავირუსი გადასდო

ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელმაც, პოლიციის ცნობით, 22 ადამიანს კორონავირუსი გადასდო.

როგორც ოფიციალური უწყება აცხადებს, მიუხედავად გამოვლენილი მკვეთრი სიმპტომებისა, კაცი აგრძელებდა, როგორც სამსახურში, ასევე სპორტულ დარბაზში სიარულს. შემთხვევა მალიორკას კუნძულზე მოხდა.

The Guardian იუწყება, რომ პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვრის ბოლოს კუნძულზე ვირუსის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ამასთანავე, საქმეში არსებობს მოქალაქეების ჩვენებებიც, რომელთა თანაცმადაც კაცს დაავადების დამალვაში ადანაშაულებდნენ.

გამოძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ კაცმა PCR ტესტირება ჩაიტარა, თუმცა, პასუხს არ დალოდებია. მიუხედავად მაღალი სიცხისა და გამოვლენილი ხველისა, ის სამსახურში მაინც გამოცხადდა.

პოლიცია ამბობს, რომ ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, ის თანამშრომლებში ხუმრობდა კიდეც და აცხადებდა – „მე თქვენ ყველას კორონავირუსს გადაგდებთ“.

ტესტირება მეორე დღეს მოვიდა, ის დადებითი იყო. კაცის თანამშრომლებიდან 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომლებმაც ვირუსი ოჯახის წევრებს გადასცეს. ინფიცირებულებს შორის სამი ჩვილი ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი