ახალი ამბები

სოფელ ღოღეთთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს

25 აპრილი, 2021 • 662
სოფელ ღოღეთთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოღეთთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს.

გუშინ საღამოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული ბოძების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ნეტგაზეთს უწყებამ უთხრა, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გარეკანი ფოტო: დავით ქაცარავას ფეისბუკ ლაივი

მასალების გადაბეჭდვის წესი