ახალი ამბები

COVID-19-ის 1250 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი: 24 აპრილი

24 აპრილი, 2021 •
COVID-19-ის 1250 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი: 24 აპრილი

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 1250 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 15 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე 24 აპრილის დილას განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამავე პერიოდში ჩარარდა 31 958 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 801 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 157 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.91%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.62%.

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 302 785-მდე გაიზარდა. ვირუსს, ჯამში, 4007 ადამიანი ემსხვერპლა.

1250 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    • თბილისში – 770
    • აჭარა – 78
    • იმერეთი – 63
    • ქვემო ქართლი – 49
    • შიდა ქართლი – 40
    • გურია – 35
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115
    • კახეთი – 58
    •  მცხეთა-მთიანეთი – 26
    • სამცხე-ჯავახეთი – 16
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც: 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 946, აჭარაში – 416, იმერეთში – 403.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 609 პირი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 63, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, მათგან თბილისში – 81, აჭარაში – 8, იმერეთში – 9.

706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 393 – თბილისში, 289 – აჭარაში. 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — ამბობს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი