ახალი ამბები

101 წლის საჩხერელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

23 აპრილი, 2021 • 621
101 წლის საჩხერელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

101 წლის ვენერა პაპიძემ, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, კორონავირუსი დაამარცხა.

როგორც კლინიკაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, 101 წლის ქალი, რომელიც კლინიკიდან დღეს, 23 აპრილს გაეწერა, სამედიცინო ცენტრის ყველაზე ხანდაზმული პაციენტია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტმა საჩხერის სამედიცინო ცენტრს დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა:

“პაციენტი გადავიყვანეთ ინტენსიური თერაპიის პალატაში. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით მოხერხდა პაციენტის გამოჯანმრთელება” ,— აცხადებენ საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

ვირუსისგან 101 წლის ვენერა პაპიძე 22 აპრილს გამოჯანმრთელდა, სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალმა მიულოცა ბებოს გამოჯანმრთელება, პატივისცემისა და სიხარულის ნიშნად, აპლოდისმენტებით გააცილეს სამედიცინო ცენტრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი