ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1271 შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები 28 751 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან 14 187 ანტიგენის და 14 564 PCR ტესტი იყო.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.42%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.55% იყო. საქართველოში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 301 535-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 992 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში – 781
- აჭარა – 98
- იმერეთი – 71
- ქვემო ქართლი – 52
- შიდა ქართლი – 53
- გურია – 41
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91
- კახეთი – 48
- მცხეთა-მთიანეთი – 27
- სამცხე-ჯავახეთი – 6
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 13 231-ია, მათგან 3 527 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.