ახალი ამბები

მერია დიდ დიღომში უკანონოდ აშენებულ ავტოფარეხებს ანგრევს

23 აპრილი, 2021 • 726
მერია დიდ დიღომში უკანონოდ აშენებულ ავტოფარეხებს ანგრევს

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დიდ დიღომში უწყებამ რამდენიმე უკანონოდ აშენებული ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

როგორც ინსპექცია წერს, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების შესახებ უწყებას არაერთმა მოქალაქემ მიმართა.

„…სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

უკანონოდ აშენებული ფარეხების მეპატრონეები ნგრევით უკმაყოფილონი არიან და ამბობენ, რომ ნაგებობების ლეგალიზების მიზნით მერიაში განაცხადები ჰქონდათ შეტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი