ახალი ამბები

„დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ხელშეწყობა ნაკლებად რეალურია“ – პროკურორი პოსტს ტოვებს

22 აპრილი, 2021 •
„დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ხელშეწყობა ნაკლებად რეალურია“ – პროკურორი პოსტს ტოვებს

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი, რომელიც სისტემაში 10 წელია მუშაობს, თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან პროკურატურის და „დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება“.

ზაზა დათუკიშვილმა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორი იყო, 22 აპრილს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა:

„10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება“.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა, დატოვოს თანამდებობა: „[სწორედ ამიტომ გადავწყვიტე] მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან“.

მოგესალმებით, მეგობრებო!
როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი…

Posted by Zaza Datukishvili on Wednesday, April 21, 2021

ზაზა დათუკიშვილი, სხვა საქმეებთან ერთად, სმიტების ოჯახის [ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის] მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის პროკურორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი