დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.59 თეთრით გამყარდა და 24 აპრილისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.44 ლარი გახდა. დოლარისგან განსხვავებით, 0.88 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.15 ლარია.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4447 შეადგინა. მიმდინარე წელს სებ-მასავალუტო აქუცინზე ჯამში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი გაყიდა.