თბილისში ორსული ცოლის ცემის ბრალდებით კაცი დააკავეს.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა და ბრალდებული უწყებამ იმავე დღეს დააკავა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.