ახალი ამბები

“ლელოს” თქმით, წულაიას მხარდამჭერ წერილზე ხელი არ მოუწერია

22 აპრილი, 2021 • 890
“ლელოს” თქმით, წულაიას მხარდამჭერ წერილზე ხელი არ მოუწერია

“ლელოს” განმარტებით, ოპოზიციური პარტიების მიერ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებაში “ლელოს” ხელმოწერა შეცდომით მოხვდა.  ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა.

“ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად, ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ”, – წერია განცხადებაში.

მოგვიანებით გავრცელდა განცხადების ხელახალი ვერსია, “ლელოს” ხელმოწერის გარეშე.

20-ზე მეტმა პარტიამ, მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და სხვებმა გოგი წულაიას მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. მათი განცხადებით, საქმეში პოლიტიკური ქვეტექსტი ნათლად ჩანს.

ამჟამად წულაია წინასწარ პატიმრობაშია, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

წერილს ხელს აწერენ:

  • გირჩი-მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტია კონსერვატული პარტია
  • ემსახურე საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი