ახალი ამბები

22 აპრილი: კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

22 აპრილი, 2021 • 715
22 აპრილი: კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 27 995 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 1 226 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელმა კი 4.38% შეადგინა. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა 688 პირი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჩატარებული 27 995 ტესტიდან 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა, 14 539 კი- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3.55%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 4.37%.

22 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში – 731
  • აჭარა – 101
  • იმერეთი – 75
  • ქვემო ქართლი – 61
  • შიდა ქართლი – 56
  • გურია – 13
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 96
  • კახეთი – 49
  • მცხეთა-მთიანეთი – 29
  • სამცხე-ჯავახეთი – 7
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 12 700 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3 424 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის თბილისის კლინიკებში – 1 883, აჭარაში – 385, იმერეთში – 422. ამჟამად მძიმე პაციენტია 568 ადამიანი. ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე 113 პირი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 621 ადამიანი, საცხოვრებელ ბინაზე მკურანლობის კურსს კი 8 655 პაციენტი გადის.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 300 264-ს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 283 557-მდე პირი. რაც შეეხება გარდაცვლილების რაოდენობას, ამ დრომდე კორონავირუსის შედეგად 3 981 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი