ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

21 აპრილი, 2021 • 1100
თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძე პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და უწყებაში იურიდიულ დეპარტამენტს გაუწევს კურატორობას. მისი საკურაციო მიმართულებები იქნება, ასევე, ადამიანური რესურსები და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS). აღნიშნულ სფეროებს თავდაცვის სამინისტროში რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით. გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო საწარმოს, „შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ და სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. პარალელურად, გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, ქართული სამართლისა და რომის სამართლის ისტორიის საკითხებზე ლექციებს კითხულობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი