ახალი ამბები

3 მიზეზი, თუ რატომ არ ელის გამყრელიძე შემოდგომის მსგავს პიკს გაზაფხულზე

21 აპრილი, 2021 •
3 მიზეზი, თუ რატომ არ ელის გამყრელიძე შემოდგომის მსგავს პიკს გაზაფხულზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვის მიუხედავად, შემოდგომის მსგავს პიკს ამ ეტაპზე არ ელოდებიან.

ამის მიზეზად NCDC-ის ხელმძღვანელი  საზოგადოებაში უკვე არსებულ იმუნიტეტს ასახელებს და ამბობს, რომ სხვადასხვა კვლევით ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს Covid-19 გადატანილი აქვს.

გარდა ამისა, გამყრელიძის ამბობს, რომ არსებობენ ვირუსზე უკვე აცრილი ადამიანებიც [21 აპრილის მდგომარებით 31 911] და თბილი სოზონის მოახლოება, რა დროსაც რესპირაციული დაავადებები ზოგადად მცირდება. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ ორ კვირაში ელოდებიან.

“ასეთი დრამატული [პიკი], როგორიც გვქონდა ნოემბერსა და დეკემბერში, არ გვექნება მრავალი ფაქტორის გამო. პირველი, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გადატანილი აქვს და “ჰელს მეტრიკის” გათვლებით, ასეთი დაახლოებით 600 000-650 000-მდე ადამიანია. ოფიციალურად, დღეს დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 299 ათასი, მაგრამ ვანგარიშიბთ ორჯერ მეტს, ანუ 600 ათასამდე ადამიანს ქვეყანაში გადატანილი აქვს [კორონავირუსი] უსიმპტომოდ ან მცირედი სიმპტომებით და მათში არსებობს გარკვეული ანტისხეულები.

თუმცა ეს არ არის საკმარისი ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, ძალიან ცოტა ადამიანი უკვე აიცრა. მესამე ფაქტორი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღზე ცივ პერიოდში, რომელიც არის რესპირაციული ვირუსებითვის ძალიან კონფორტული პერიოდი და ახლა შევდივართ თბილ პერიოდში. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მოქმედების მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს. ველოდებით, რომ ეს პიკი შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი”, —აცხადებს გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი