კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ახალი რეგულაციით, 15 აპრილიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ კორონავირუსზე ტესტის პასუხის ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვის შემდეგ.
თუმცა აქამდე ღია რჩებოდა საკითხი აფხაზეთის მოსახლეობის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით. აფხაზური მედიის ცნობით, როსპოტრებნადზორის 20 აპრილის ინფორმაციით, აფხაზეთის მოსახლეობას მოკლევადიანი მიზნებისთვის რუსეთში მოხვედრა ტესტის გარეშე შეუძლიათ. ამავე დროს, შეზღუდვები არ შეეხება კრასნოდარში მცხოვრებლებს, რომელთაც აფხაზეთში მოგზაურობა კოვიდ-ტესტის გარეშე შეუძლიათ.