ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1310 შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შეთხვევები 30241 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 17 446 ანტიგენის და 12 795 -PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.16%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 299 038-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 971 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    • თბილისი – 798 
    • აჭარა – 85
    • იმერეთი – 72
    • ქვემო ქართლი – 61
    • შიდა ქართლი – 39
    • გურია – 27
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113
    • კახეთი – 85
    •  მცხეთა-მთიანეთი – 18
    • სამცხე-ჯავახეთი – 8
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 12 172-ია, საიდანაც 3 363 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.