ახალი ამბები

შეთანხმება შედგა და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია – ღარიბაშვილი

20 აპრილი, 2021 •
შეთანხმება შედგა და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა მიშელს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი მონაწილეობით საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.

“პრეზიდენტ მიშელ, პირველად ამ დარბაზში განაცხადეთ ამ ინიციატივის შესახებ. ეს მოხდა პირველ მარტს, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას. თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ ერთი თვისა და ოცი დღის შემდეგ, ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა მთავრობის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რაც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი