„ევროპული საქართველოს“ სიით გასული დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად მოვიდა.
ახვლედიანმა გუშინაც დაადასტურა, რომ მზადაა, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
„მოვედი ხელის მოსაწერად, მოვედი იმიტომ, რომ რაც აქამდე გაკეთდა დიდი ძალისხმევით ოპოზიციის სამოქალაქო აქტივისტების – ეს არის მხოლოდ დასაწყისი.
დასასრულებელია ეს ბრძოლა და უნდა მოხდეს არანორმალური სისტემის სრული დემონტაჟი, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს ვაწერ, იქნება ფარანტინა ფურცელი. მე მზად ვარ ბრძოლისთვის“, – ამბობს ახვლედიანი ტვ “პირველის” ეთერში.
გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციის ნაწილმა და „ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ჯერჯერობით, შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”.
შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
დღეს საქართველოში თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის.
ვრცლად: