ახალი ამბები

დოლიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს, თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

20 აპრილი, 2021 • 813
დოლიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს, თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ცეცხლსასაროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

შსს-ს ცნობით, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი