20 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 1 792 შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 5.79% შეადგინა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში სულ 30 940 ტესტი, მათ შორის, 22 256 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, 8 684 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.92%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 959 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა,
- აჭარა – 164,
- იმერეთი – 96,
- ქვემო ქართლი – 75,
- შიდა ქართლი – 85,
- გურია – 55,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163,
- კახეთი – 63,
- მცხეთა-მთიანეთი – 33,
- სამცხე-ჯავახეთი – 23,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9.
513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 923 პირი, აჭარაში – 2 374, იმერეთში – 1 001.